ისლამი

ისლამი - დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობა. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელია მუჰამედი, რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის, ალ–ლაჰის უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. დღეს ისლამი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, ტრადიციულად, ისლამურად ითვლება შემდეგი რეგიონები: ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთ აზია და სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია.
მუსლიმები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკურიაზერბაიჯანელები და აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები (აჭარლები).


მუჰამედი (არაბ. محمد‎‎ მუჰამმად) იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა 570 წელს მექაში, მისი ოჯახი იყო ბანუ ყურაიშის ერთ–ერთი განშტოების, ბანუ ჰაშიმის წარმომადგენელი. მუჰამედის მამა მისი დაბადებიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა, ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა – 'იმრანი (აბუ თალიბი) ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი აქლემების და საქონლის მწყემსობას ეწეოდა (ეს საქმიანობა არცთუ ისე პატივსაცემად ითვლებოდა არაბებში). 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა მიიღო პირველი გამოცხადება (გადმოცემით ეს მოხდა 19 ან 21 რამადანის თვეში) ერთღმერთიანობის ქადაგება და ურიცხვ კერპთა უარყოფა დაიწყო, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ. არაბებს ერთი ღმერთის უნდა ერწმუნათ. ამ ახალ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა. მექელებმა არ მიიღეს მისი რელიგია, განსაკუთრებით მას ეწინააღმდეგებოდნენ გავლენიანი მექელები აბუ ჯაჰლი (უმეცართა მამა), აბუ სუფიანი (შემდგომში ისლამი მიიღო), მუჰამედის ბიძა აბუ ლაჰაბი (ალმოდებულთა მამა), მუჰამედი იყო დაცინვებისა და შეურაცხყოფის ობიექტი 12 წლის განმავლობაში და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მისი ბევრმა ირწმუნა და ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუჰამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი. სულ მოკლე ხანში მუჰამედის გარშემო შემოკრებილმა არაბობამ ღვთის ერთგულ მორწმუნეთა სახელმწიფო შექმნა – (სახალიფო), რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დიდ იმპერიად იქცა. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბთა სახელმწიფოს მისი ნაცვლები - ხალიფები განაგებდნენ.
თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი და, ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა...) ირწმუნეს.

შიიზმი - შიიტების პარტია (არაბ. შია-სექტა, პარტია, მიმდევართა ჯგუფი) შეიქმნა არაბთა სახალიფოში VII -ის შუა წლებში, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება. იგი, სუნიტებისაგან განსხვავებით, კანონიერ ხალიფად (იმამად) მხოლოდ მუჰამედის ასულის ფატიმასა და მისის მეუღლის ალის შთამომავლებს თვლიდა და მათი უფლებების დასაცავად გამოდიოდა. ეს პარტია პოლიტიკურ სარბიელზე დამარცხდა, მაგრამ გადაიზარდა რელიგიურ-პოლიტიკურ მიმართულებად. ისინი ჯიუტად აღიარებდნენ ალისა და მისი შთამომავალი 12 იმამის (ალიდების) კანონიერ ხელისუფლებას და უკანონოდაცხადებდნენ არაბეთის პირველ ხალიფებს - აბუ ბაქრის, ომარს, ოსმანს და სხვათ. ამ უკანასკნელთა გვერდით მუჰამედის საყვარელი ცოლი აიშა იდგა. ალის მიმდევრებმა (შიიტებმა) არ ირწმუნეს ,,სუნა’’ და სუნიტებს გაემიჯნენ. ანტაგონიზმმა სუნიტებსა და შიიტებს შორის მწვავე ხასიათი მიიღო, რაც არაერთხელ გადაზრდილა რელიგიურ ომებში.
აღმოსავლეთის რელიგიურ და პოლიტიკურ სარბიელზე თვალსაჩინო როლი შეასრულეს შიიზმის განშტოებებმა: ისმაილიტებმა, მუთაზილიზმმა (რაც განდგომას, განმხოლოებას ნიშნავს), აშარიზმმა (დამფუძნებელი აბუ-ალ-ჰასან აშარი) და სხვამ, რომელთაც, შესაძლებელია, ისლამური პროტესტანტიზმი ვუწოდოთ, რადგან ეწინააღმდეგებოდნენ ოფიციალურ კულტმსახურებას.

სუნიზმი - მუსლიმანთა საზოგადოება დაარსების პირველი ასწლეულიდან ორ ნაწილად: სუნიტებად და შიიტებად გაიყო. სუნიტები თავს თვლიან ,,სუნას’’ -მუჰამედისა და მისი მოწაფეების ცხოვრების ამსახველი წიგნის- მიმდევრებად. იგი ისლამის ძირითადი მიმართულებაა და ითვლება ორთოდოქსულად. მიჩნეულია, რომ სუნიზმი, შიიზმთან შედარებით, დემოკრატიული, ლმობიერი, შემწყნარებელი და სწავლა-განათლების პატივისმცემელი კონფესიაა. შიიტების პარტია (არაბ. შია-სექტა, პარტია, მიმდევართა ჯგუფი) შეიქმნა არაბთა სახალიფოში VII -ის შუა წლებში, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება. იგი, სუნიტებისაგან განსხვავებით, კანონიერ ხალიფად (იმამად) მხოლოდ მუჰამედის ასულის ფატიმასა და მისის მეუღლის ალის შთამომავლებს თვლიდა და მათი უფლებების დასაცავად გამოდიოდა. ეს პარტია პოლიტიკურ სარბიელზე დამარცხდა, მაგრამ გადაიზარდა რელიგიურ-პოლიტიკურ მიმართულებად. ისინი ჯიუტად აღიარებდნენ ალისა და მისი შთამომავალი 12 იმამის (ალიდების) კანონიერ ხელისუფლებას და უკანონოდ აცხადებდნენ არაბეთის პირველ ხალიფებს - აბუ ბაქრის, ომარს, ოსმანს და სხვათ. ამ უკანასკნელთა გვერდით მუჰამედის საყვარელი ცოლი აიშა იდგა. ალის მიმდევრებმა (შიიტებმა) არ ირწმუნეს ,,სუნა’’ და სუნიტებს გაემიჯნენ. ანტაგონიზმმა სუნიტებსა და შიიტებს შორის მწვავე ხასიათი მიიღო, რაც არაერთხელ გადაზრდილა რელიგიურ ომებში.