რევოლუციები

ირანის რევოლუცია (სპარს. انقلاب اسلامی) — მოვლენათა სერია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1979 წელს და რომლის შედეგად ირანი კონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა; შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი შეცვალა აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ. რევოლუცია ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე ლიბერალთა, მემარცხენეთა და რელიგიურ ჯგუფთა ალიანსმა შაჰის მმართველობა ჩამოაგდო; მეორე ეტაპზე, რომელსაც ისლამურ რევოლუციასაც უწოდებენ, აიათოლა მოვიდა მართვის სათავეში. შემდგომ პერიოდში ისლამური კულტურული რევოლუცია განხორციელდა.


არაბული სამყარო რევოლუციების ქარცეცხლში გაეხვია

ტუნისში დაწყებულმა ’’ჟასმინის რევოლუციამ’’ ატომური აფეთქების მსგავსი პროცესი გამოიწვია. ჯაჭვური რეაქცია მთელს არაბულ სამყაროში გავრცელდა და პრაქტიკულად, მისი უდიდესი ნაწილი მოიცვა. თუ არ ჩავთვლით იემენს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უღარიბესი ქვეყანაა.
არაბული სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი სახელმწიფო კაპიტალიზმის უმდიდრესი ქვეყნები იყვნენ და მათი მოსახლეობის საკმაო ნაწილი მეტ-ნაკლებად შეძლებულად ცხოვრობენ. ’’ჟასმინის რევოლუციის’’ მსხვერპლი ტუნისის პრეზიდენტი, ზინა ალ ბეიდა ქვეყნიდან წავიდა და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება ჯანმრთელობის მხრივ. მას ეგვიპტე მოჰყვა, აფრიკის კონტინენტისა და არაბული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. ტურიზმის მექად წოდებული პირამიდების ქვეყანა, რომელიც ასევე მსოფლიოს გამორჩეულად სტრატეგიული კვანძის, სუეციის არხის მაკონტროლებელი და ნავთობისა და გაზის მომპოვებელი სახელმწიფოა. ასევე უაღრესად განვითარებულია მისი კომპიუტერული და სოციალური ქსელები, უმდიდრესი ქვეყანაა, მაგრამ მაინც ვერ გადაურჩა რევოლუციის ტალღას.
30 წლიანი  მმართველი, 82 წლის  ჰოსნი მუბარაქი, რომელიც აშშ-ს და ისრაელის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობდა, ახლა ხმელთაშუა ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, შარმ-ალ-შეიხში გულის მწვავე დაავადებით წევს. ერთ-ერთი უცხოური  გამოცემის აზრით, ეგვიპტის ხელისუფლების უდიდესი შეცდომა ის იყო, რომ არანაირ ყურადღებას არ აქცევდა დასავლური სამყაროსთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას, სოციალურ ინტერნეტ-ქსელებს. ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლები კუმპიუტერულ სისტემებთან საკმაოდ მწყარალად იყვნენ და ამან განაპირობა სწორედ ის, რომ ვერ შეაფასეს კომუნიკაციის ამ საშუალებების ძალა. ეგვიპტის რევოლუცია და ხალხის კონსოლიდაცია სწორედ ამ ქსელების საშუალებით მოხდა.
ეგვიპტის შემდეგ რევოლუციური ტალღის მასშტაბები უაღრესად გაიზარდა და მოედო ბაჰრეინს, კატარს, იემენს, ლიბიას, ირანს, კუვეიტს და იორდანიას. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ამათგან მხოლოდ ლიბია აღმოჩნდა ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი მსხვერპლის მატარებელი ქვეყანა. 40 წლის განმავლობაში ლიბიას არაბული სამყაროს ყველაზე ექსცენტიკული და სასტიკი მმართველი მოამარ კდაფი ხელმძღვანელობს. ლიბიაში წამოწყებულ რევოლუციის საპროტესტო გამოსვლებს კადაფი ყველაზე სასტიკი მეთოდებით უსწორდება. კადაფიმ მომიტინგეთა წინააღმდეგ ჯავშანტექნიკა, ავიაცია და არტილერია გამოიყენა. მან ბრძანება გასცა ადგილზე გაენადგურებინათ ყველა, ვინც საპროტესტო აქციებში მიიღებს მონაწილეობას. ამ ბრძანებამ ლიბიის ხელისუფლება ორად გაყო. შინაგან საქმეთა მინისტრი, სამხედრო სარდლობის ერთი ნაწილი, პოლიციის მაღალჩინოსნები რევოლუციის მხარეს გადავიდნენ. მფრინავების ერთმა ნაწილმა მომიტინგეთა დაბომბვის ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა და თვითმფრინავები სხვა ქვეყნებში გადააფრინეს. კადაფი უფრო შორს წავიდა და სამხედრო ავიაციის პილოტებად სხვა ქვეყნებიდან დაქირავებული მფრინავები გამოიყენა და ისე დაბომბა ქალაქი ბენგაზი. კადაფის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, სულ დაღუპულია 111 სამხედრო და 189 სამოქალაქო პირი, თუმცა ტელეკომპანია ’’ალ ჯაზირას’’ ინფორმაციით, რომელთა წარმომადგენელები ამჟამად ლიბიაში იმყოფებიან და იღებენ ვიდეოკამერით, ამტკიცებენ, რომ მხოლოდ დედაქალაქ ტრიპოლიშია 800-მდე დაღუპული სამოქალაქო პირი. კადაფი უფრო შორს წავიდა და ჯერ საკუთარი ხალხი დაწყევლა, ხოლო შემდეგ მსოფლიოს ულტიმატუმი წაუყენა. თუ თავს არ დაანებებენ, მაშინ იგი ლიბიის ტერიტორიაზე გამავალ ნავთობსადენებს ააფეთქებს, რომ მსოფლიოში ნავთობის კრიზისი უფრო გააღრმავოს. კადაფის ულტიმატუმი მსოფლიოსთვის ასეთია - ან კადაფი ან ქაოსი. მოსალოდნელია, რომ მსოფლიო 1974 წლის პერიოდს დაუბრუნდება და დასავლეთი იარაღის ძალით ჩაერევა ლიბიის შიდა საქმეებში. მსოფლიოში ისედაც ძლიერ ეკონომიკურ კრიზისზე ნავთობის ახალი კრიზისის დამატება უმძიმეს შედეგებს გამოიღებს. ირანში დაწყებული საპროტესტო აქციები ჯერ მარგინალურ ხასიათს არ ატარებს, თუმცა ყველაფერი ისე მიდის, რომ იქაც დაიწყება სულ მალე ყველაფერი. ირანის პრეზიდენტმა, ახმადი ნეჯადმა განაცხადა, რომ იგი სასტიკი მეთოდებით გაუსწორდება მომიტინგეებს. არაბი მმართველების სისასტიკის ფონზე ექსტრა არაორდინალურად აპირებს მოიქცეს ქუვეითის მთავრობა. მან განაცხადა, რომ აპირებს 10 მილიარდი დოლარის დარიგებას მოსახლეობისთვის და ხელფასების 115%-ით გაზრდას. თუმცა, საპროტესტო ტალღა ჯერ კიდევ მძვინვარებს ქვეყანაში. 
 განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ გამოცემა `ნიუ-იორკ თაიმსში~ რამდენიმე დღის წინ დაიბეჭდა მასალა, რომლის მიხედვით, ჯერ კიდევ 2010 წლის აგვისტოს თვეში აშშ-ს პრეზიდენტს საკუთარმა სპეცსამსახურებმა წარუდგინეს ანალიტიკური მასალა, რომელიც უახლოეს თვეებში არაბულ სამყაროში მოსალოდნელი არეულობების დაწყებაზე მიუთითებდა. ერთ-ერთ წინა წერილში ვწერდით, არსებობდა ინფორმაცია, რომ 2010 წელს აშშ-ში ეგვიპტის ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ახალგაზრდა წარმომადგენლები ტრენინგებს გადიოდნენ. ხოლო ოპოზიციის ლიდერი მაგატეს ყოფილი შეფი, ალ ბარადეი სწორედ აშშ-დან ჩავიდა ეგვიპტეში და სათავეში ჩაუდგა საპროტესტო ტალღას. რა იქნება უახლოეს მომავალში ძალიან ძნელი სათქმელია. ჯერ-ჯერობით სახეზე გვაქვს ორი მთავარი მომენტი. არაბულ სამყაროში სამოქალაქო ომები მასშტაბებს იძენენ და ამ რევოლუციებმა ნავთობზე ფასების მკვეთრი გაძვირება გამოიწვია. თუ 1973 წლის სუეციის არხის კრიზისს გავიხსენებთ, როდესაც კრიზისის პიკზე ნავთობის ფასმა 80 დოლარს (ახლანდელი თვალსაზრისით იგი 200 დოლარს შეიძლება შევადაროთ) გადააჭარბა, შემდეგ მისი ფასი 8 დოლარამდე ჩამოვარდა, ამით კი არაბული და საბჭოური ამბიციები მყისიერად დააშოშმინა, შესაძლებელია, ახლაც ისეთივე ეფექტი მივიღოთ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახლა სამიზნე რუსეთთან და ირანთან ერთად თურქეთის უდიდესი ამბიციებიც შეიძლება გახდეს.